ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა

თბილისში, პოლიტკოვსკაიას #5-ში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, კორპუსის მცხოვრებლებს წყალი სახლში შეუვიდა და ისინი გარეთ არიან გამოსულები.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ პოლიტკოვსკაიას #5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სანიაღვრე ჟოლობი იყო დაზიანებული, რის შედეგადაც წყალმა სადარბაზოში ბათქაში ჩამორეცხა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია