რას ყვება ეკა ბესელიას ვაჟი დაჩი დარჩიას მკვლელობის დღეზე: "ჩემი ერთადერთი "დანაშაულია", რომ ეკას შვილი ვარ"

რას ყვება ეკა ბესელიას ვაჟი დაჩი დარჩიას მკვლელობის დღეზე: "ჩემი ერთადერთი "დანაშაულია", რომ ეკას შვილი ვარ"

რეჟისორ დაჩი დარჩიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მკვლელობიდან რამდენივე საათში ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავას სახელმა გაიჟღერა. Ambebi.ge-მ ინფორმაცია გავრცელებისთანავე გადაამოწმა თავად ეკა ბესელიასთან, რომელმაც აღნიშნა, რომ რატი მილორავას სახელის დაკავშირება რაიმე ფორმით დაჩი დარჩიას მკვლელობის საქმესთან ბოროტი და ვერაგი ტყუილია (იხ. სტატია).

რაც შეეხება თავად რატი მილორავას, მან პირველი კომენტარი მომხდარიდან 2 კვირის შემდეგ გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" საუბრისას გააკეთა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან, რომელშიც მილორავა საუბრობს, თუ სად და რა ვითარებაში იყო იმ დღეს, როდესაც დაჩი დარჩიას მკვლელობა მოხდა.

წყარო: "პრაიმ ტაიმი", სტატია - "რა კავშირი აქვს დაჩი დარჩიას მკველობასთან რატი მილორავას?

რატი მილორავა:

...იმ დღეს არათუ "სქაი ბარში", საერთოდ თბილისშიც კი არ ვყოფილვარ. თბილისში ბოლო ერთ თვეზე მეტია არც ერთხელ არ ჩამოვსულვარ. ბოლო კვირა კი აჭარაში ვიმყოფებოდი, ჩემებთან ერთად. მე და ჩემი ბიძა ვიყავით 25-31 აგვისტომდე ქობულეთში, სასტუმროში, 28-ში მოძღვარი ჩამოვიდა თბილისიდან და ორი დღე მასთან და მეგობრებთან ერთად ვიყავი აჭარაში., ბათუმში ჩავდიოდი და მერე ისევ ქობულეთში  ვბრუნდებოდი. თბილისში საერთოდ არ ჩამოვსულვარ თვეზე მეტია, როგორც გითხარით. ამის გადამოწმება ძალიან მარტივია...

- ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც შენი სახელი კრიმინალურ შემთხვევასთან დააკავშირეს... ამას ეკა ბესელიას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებ, თუ რეალურად არსებობს მაინც რაღაც საფუძველი?

- არანაირი საფუძველი არ არსებობს. ჩემი ერთადერთი "დანაშაული" ის არის, რომ ეკა ბესელიას შვილი ვარ. სხვა დანარჩენი ამბებიც ისეთივე ტყუილია, როგორც იმ დღეს "სქაი ბარში" ჩემი ყოფნა, ან იმ საქმესთან ჩემი კავშირი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩემ მიმართ ასეთი ინფორმაციების აგორება ხდება იმიტომ, რომ ამით დედაჩემს მიაყენონ დარტყმა... ეს პირდაპირ კავშირშია ეკას პოლიტიკურ საქმიანობასთან.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?