"პოლიციამ სცემა და ელექტროშიკი გამოიყენა" - სპეცოპერაცია ფონიჭალაში ამნისტიით გათავისუფლებული პირის დასაკავებლად

"პოლიციამ სცემა და ელექტროშიკი გამოიყენა" - სპეცოპერაცია ფონიჭალაში ამნისტიით გათავისუფლებული პირის დასაკავებლად

ქვემო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულის ბიძაშვილის ინფორმაციით, პოლიციამ ელიშატ შაფაევი სცემა და მის მიმართ ელექტროშოკი გამოიყენა.

მისივე განმარტებით, შაფაევი 29 წლისაა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ნარკოტიკების შენახვისთვის იყო დაკავებული, თუმცა 2012 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ბიძაშვილი ნარკოტიკების რეალიზებას არ ახდენდა, თუმცა საპირისპიროს ყვებიან მეზობლები. ქვემო ფონიჭალაში მცხოვრებთა ინფორმაციით, დღევანდელი სპეცოპერაცის დროს დაკავებული ნარკოტიკებთან დაკავშირებით ციხეში ადრეც იმყოფებოდა.

როგორც დაკავებულის მეზობლებმა განცხადეს, ეს პირი ნარკოტიკების რეალიზაციაში ადრეც შემჩნეული იყო.

"როგორც ჩვენ ვიცით, ეზოში მდგარი ძველი ავტომობილიდან ამოიღეს ნარკოტიკები. ეს ბიჭი ამაში ადრეც იყო შემჩნეული და ერთხელ უკვე იჯდა ციხეში ამის გამო. ზოგადად აქ ბევრი აზერბაიჯანელი ეწევა ნარკოტიკების ვაჭრობას. ბევრი ოჯახია ასეთი და ვინც ასეთია ყველა უნდა გადასახლდეს აქედან", - აცხადებენ ქვემო ფონიჭალელები.

ქვემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია დღეს ჩატარდა. დაკავებულია ერთი პირი - ელიშატ შაფაევი. ამ დროისთვის ცნობილია, რომ საქმე ნარკოტიკების ამოღებას ეხება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია