პრეზიდენტის პირველი კომენტარი რეიდებთან დაკავშირებით

პრეზიდენტის პირველი კომენტარი რეიდებთან დაკავშირებით

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში ე.წ. რეიდების დაწყებას გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ მისი მიზანი საზოგადოების დაშინება არ უნდა იყოს.

"ის ფაქტი, რომ პოლიციამ რეაგირება მოახდინა იმ ვითარებაზე, რომელიც ბოლო პერიოდში შეიქმნა და იმ კოშმარებზე, რომელიც რამდენიმე ოჯახს დაემართა, ეს იყო სწორი, მაგრამ ამ რეაგირების წინაპირობა უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა და არა საზოგადოების დაშინება. სტაბილურობა საზოგადოების მდგომარეობს იმაში, რომ შენ პოლიციელში ხედავდე დამცველს და არა საშიშროებას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური პოლიციური ოპერაციების ჩატარება, მაგრამ ამოსავალი არის ადამიანის უფლებები და ამ პოლიციურ ოპერაციებში ძალიან აქტიურად უნდა ჩავრთოთ საზოგადოება. როგორც კი ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები აქტიურად ჩავერთვებით პოლიციის დახმარებაში, ან თუნდაც რაიმე პრობლემის დროს აქტიურად დავურეკავთ პოლიციას, არ შეგვეშინდება, ვითანამშრომლებთ, იმ მომენტიდან დამარცხდება კრიმინალი", - განაცხადა პრეზიდენტმა გადაცემა "არჩევანში".

მარგველაშვილის განმარტებით, ამ ტიპის ღონისძიებების გატარება აუცილებელია და ის პიარს არ ემსახურება.

ნახეთ ვიდეო