ოზაანში ძაბვის დარტყმის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპა

ოზაანში ძაბვის დარტყმის შედეგად 20 წლის ბიჭი დაიღუპა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში ძაბვის დარტყმის შედეგად 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ახალგაზრდა სოფელში ბებია-პაპასთან სტუმრად იმყოფებოდა და მათ წყლის მილის გაყვანაში ეხმარებოდა, რა დროსაც დენმა დაარტყა.

"წყლის მილი უნდა გადაება დენის უთოთი. როგორც ჩანს, მილი დაზიანებული იყო და წყალი ჟონავდა. წყალი დაგროვდა და გადაბმის დროს დენმა გადაიტანა. ადგილზე დაიღუპა, სასწრაფო რომ მივიდა, გარდაცვლილი დახვდა", - განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს გამგეობის პრესსამსახურში.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია