დედოფლისწყაროში ხანძრის შედეგად 3 წლის ბავშვმა დამწვრობა მიიღო

დედოფლისწყაროში ხანძრის შედეგად 3 წლის ბავშვმა დამწვრობა მიიღო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში არაბულების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. "ქიზიყი.გე"-ს ინფორმაციით, დაშავებულია 3 წლის ბავშვი, რომელიც კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

თვითმხილველების განმარტებით, სავარაუდოდ, ცეცხლი სამი წლის ბავშვმა თავად გააჩინა.

"ვარაუდობენ, რომ ბავშვი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათივეში იყო შემძვრალი და თამაშობდა. ხანძარი რომ გაჩნდა, გამოსვლა ვეღარ მოახერხა და კიდურები და სახე დამწვარი აქვს. ცეცხლმა საცხოვრებელი სახლიც გაანადგურა. ხელმოკლე ოჯახია, სოციალურად დაუცველები არიან", - აცხადებს სოფელ გამარჯვების გამგებლის წარმომადგენელი გიორგი ჭინჭარაული.

იხილეთ ვრცლად

qiziti.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა