რეფერენდუმში მარცხის გამო, შოტლანდიის რეგიონული მთავრობის მეთაური თანამდებობიდან გადადგა

რეფერენდუმში მარცხის გამო, შოტლანდიის რეგიონული მთავრობის მეთაური თანამდებობიდან გადადგა

შოტლანდიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა ალექს სალმონდმა შოტლანდიაში დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში დამარცხების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგეტო "როიტერი" ავრცელებს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ალექს სალმონდმა, ასევე, აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობასთან ერთად, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერის პოსტსაც ტოვებს. მისი თქმით, შოტლანდიაში დამოუკიდებლობის კამპანია გაგრძელდება და ოცნება არასოდეს კვდება.

ამ დროის მონაცემებით, უკვე დათვლილია ბიულეტენების 100 %, რომლის თანახმადაც ამომრჩევლების 55,3% შოტლანდიის დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფის წინააღმდეგია, რაც 2 001 926 ადამიანს შეადგენს, ხოლო 44,7 % დამოუკიდებლობის მომხრეა, რაც 1 617 989 ადამიანს შეადგენს. რეფერენდუმი შოტლანდიაში 18 სექტემბერს გაიმართა.