გორის რაიონში პოლიციელი დაჭრეს

გორის რაიონში პოლიციელი დაჭრეს

გორის რაიონის სოფელ ბოშურში პოლიციის თანამშრომელი, გორის შს სამმართველოს მეჯვრისხევის განყოფილების დეტექტივი დაჭრეს. ეჭვმიტანილი ლ. ყველაშვილი დაკავებულია. ფაქტი გასულ კვირას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს არ აკეთებს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი გვარად მესხიძე ბორშურში სტუმრად იმყოფებოდა. მას ადგილობრივთან შეკამათება მოუვიდა. კამათი კი დაჭრით დასრულდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია