ბათუმში ღამის განმავლობაში 6 ბალამდე შტორმი ფიქსირდებოდა, დღის განმავლობაში კი შტორმის სიმძლავრე 4 ბალამდეა და პერიოდულად იკლებს. აჭარის რეგიონს სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები გუშინ, 24 სექტემბერს შეუქმნა.
დღის განმავლობაში სამაშველო ოპერაციაში პატრულის თანამშრომლებთან ერთად აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.