ვანგას საშინელი წინასწარმეტყველება - რა ელით რუსეთსა და უკრაინას?

ვანგას საშინელი წინასწარმეტყველება - რა ელით რუსეთსა და უკრაინას?

უსინათლო ექსტრასენს ვანგას 2014 წლის რუსეთისა და უკრაინის შესახებ ხილვა ჰქონდა, რომელიც თავის დროზე მისმა სტენოგრაფისტმა, ბოიკა ცვეტკოვამ ჩაიწერა.

"ბევრი ადამიანი შეგხვდებათ, რომლებსაც თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით. ძმა ძმას გადაემტერება, დედები შვილებს მიატოვებენ, ყველა საკუთარი თავის გადარჩენას ეცდება", - ნათქვამია ცვეტკოვას ჩანაწერში.

ჟურნალისტების აზრით, ეს ფრაზა რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაპირსპირებას შეეხება,"ბრმა და ყრუ” ხალხში კი ექსტრასენსი დასავლეთის რეაქციას გულისხმობდა.

ვანგა უკრაინის შესახებ: "რაც ერთიანი იყო, ნაწილებად დაიშლება, ეს რუსეთის გვერდით მოხდება".

ცვეტკოვა ირწმუნება, რომ ნათელმხილველმა ამ ჩანაწერების გამოქვეყნება 2010 წლისთვის დაავალა. სწორედ ეს წელი მიაჩნდა მას გარდამტეხად. მაშინ ყველას ეგონა, რომ საუბარი ევროკავშირზე იყო, თუმცა დიდი შანსია, რომ ნათელმხილველი სწორედ უკრაინას გულისხმობდა.

ვანგა რუსეთის შესახებ: "იზრდება, როგორც ყინული. მხოლოდ ერთი რამ რჩება ხელშეუხებელი - ვლადიმერის დიდება, რუსეთის დიდება. ბევრ მსხვერპლს წაიღებს. ვერაფერი შეაჩერებს რუსეთს. გზად ყველაფერს შთანთქავს და მსოფლიოზე იბატონებს".

მომზადებულია livesmi.com-ის მიხედვით.

იხილეთ ასევე: რას უწინასწარმეტყველებენ ათონელი ბერები უკრაინას და რუსეთს

"დავემშვიდობეთ რუსოს" - კულინარიის აკადემიის ლექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

"სიმღერა ყვარელში..“ - გიტარა, კარლ ჰარცელი და გიორგი უშიკიშვილი: რა ფოტოებს აქვეყნებს ევროკავშირის ელჩი

"მიტოვებული სამკერვალო ჭიათურაში" - ხავსმოდებული ინვენტარი და ადამიანების გარეშე დარჩენილი შენობა: დავით თაბაგარის ფოტოები