მეტროს სადგურ "ვაგზლის მოედანზე" მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე ახალგაზრდა მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს თვითმკვლელობის ფაქტს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ამ დროისთვის მეტროპოლიტენის მეორე ხაზი – "საბურთალო" დახურულია.
მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, საბურთალოს ხაზზე ახალგაზრდა მამაკაცი თვითმკვლელობის მიზნით მოძრავ მატარებელს გვირაბში ჩაუხტა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, ასევე სამართალდამცველები. საბურთალოს ხაზზე "სადგურის მოედნის" შესასვლელი გადაკეტილია საბურთალოს ხაზზე მეტროს მოძრაობა შეჩერებულია. გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც არსებული ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკისაა, ამ დრომდე მეტროს სადგურიდან არ ამოუყვანიათ.