თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ტექნიკური დირექტორის, ლევან მესხიშვილის ინფორმაციით, მეტროს სადგურ "სადგურის მოედნის" საბურთალოს ხაზზე 40 წლამდე მამაკაცმა თავი მოიკლა. მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ დაფიქსირდა.
"დაახლოებით 2 საათის წინ დაფიქსირდა თვითმკვლელობა. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მატარებლის ქვეშ ჩახტა და თავი მოიკლა. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნა სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა.
მისივე ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მუშაობა საბურთალოს ხაზზე რამდენიმე წუთში აღდგება. გარდაცვლილი მამაკაცი მეტროს სადგურიდან პროზექტურაში გადაასვენეს.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი 25 წლამდე ასაკის იყო.