დუისში ძმამ და დანით დაჭრა - რუსუდან ხანგოშვილს ზურგის არეში 7 ჭრილობა აქვს მიყენებული

დუისში ძმამ და დანით დაჭრა - რუსუდან ხანგოშვილს ზურგის არეში 7 ჭრილობა აქვს მიყენებული

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ძმამ საკუთარი და ცივი იარაღით დაჭრა. 33 წლის რუსუდან ხანგოშვილს 7 ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მოგვიანებით ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, ინციდენტი და- ძმას შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა.

ეჭვმიტანილი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები აქვს, პოლიციამ დააკავა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია