მეწყერის ჩამოწოლის გამო ტრანსპორტის და ქვეითთა გადაადგილება შეუძლებელია ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე

მეწყერის ჩამოწოლის გამო ტრანსპორტის და ქვეითთა გადაადგილება შეუძლებელია ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის სოფელ დოლოგნის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. ცენტრალურ გზაზე როგორც ტრანსპორტის, ასევე ქვეითთა გადაადგილება შეუძლებელია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა, აჭარის მთავრობაში არსებულმა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბმა ქედაში შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მოახდინა. გამგებლის თქმით, რამდენიმე წუთის წინ დოლოგანში მიწის მასის ჩამოწოლა განმეორდა და ცენტრალური გზის გასაწმენდად მინიმუმ ოთი საათია საჭირო.

"ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის მეოცე კილომეტრზე, სოფელ დოლოგანში მეწყერი ჩამოწვა. აჭარის მავრობაში არსებულმა შტაბმა უზრუნველყო ტექნიკის გამოგზავნა. დაიწყო გზის გაწმენდა, მაგრამ სამწუხაროდ, მეწყერი განმეორდა და უფრო დიდი მასა ჩამოწვა. ტექნიკის დამატებითი მობილიზაცია გაკეთდა, დაახლოებით, 4 საათი მაინც არის საჭირო ამ მასის გასაწმენდად და გზის აღსადგენად", - აღნიშნა დავით დუმბაძემ.

მისივე განმარტებით, დამეწყრილი ტერიტორიის სიახლოვეს მოსახლეობა არ ცხოვრობს და ზარალი არ ყოფილა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია