ძლიერი ტალღებისგან გატაცებული გემი და ეკიპაჟი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გადაარჩინეს

ძლიერი ტალღებისგან გატაცებული გემი და ეკიპაჟი სანაპირო დაცვის  თანამშრომლებმა  გადაარჩინეს

შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა შტორმის დროს ძლიერ ღელვაში მოყოლილი გემი და მისი ეკიპაჟი ტალღებიდან გამოიყვანეს.

უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზღვაში, ბათუმის პორტის მე-11 ნავმისადგომთან, მახინჯაურის საზღვაო კოლეჯის კუთვნილი, 106 ტონიანი გემი "ELITA" შენიშნეს, რომელსაც ჩაძირვის საშიშროება ემუქრებოდა და ეკიპაჟი შველას ითხოვდა. შტორმის დროს ძლიერმა ტალღებმა გემი "ELITA" ნაპირიდან გაიტაცა და დინებამ ღია ზღვაში წაიღო.

"სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა სამაშველო ოპერაცია ოპერატიულად და წარმატებით განახორციელეს, გემი და მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები ბათუმის პორტის მე-7 ნავმისადგომთან გადაიყვანეს", - აცხადებენ შსს-ში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია