ვეფხვები, ლომები და სპილოები გადაშენების პირას არიან?

ვეფხვები, ლომები და სპილოები გადაშენების პირას არიან?

გარეული ცხოველების რიცხვი ბოლო 40 წლის განმავლობაში ორჯერ შემცირდა. ამ მონაცემებს ბუნების კვლევის მსოფლიო ფონდის ავრცელებს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დანაკარგები გაცილებით უფრო მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. ველური ცხოველების, ფრინველების, რეპტილიების, თევზებისა და სხვა ცხოველების რაოდენობა პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის მოქმედებასთან, რომელიც ველური ცხოველების არსებობის არეალების განადგურებაში გამოიხატება. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, საგანგაშოდ არის შემცირებული სპილოების და ზღვის კუების რაოდენობა.

მაგალითისთვის, ბოლო 40 წლის განმავლობაში განაში ლომების პოპულაცია თითქმის 90%-ით შემცირდა. დასავლეთ აფრიკაში 6-7%-ით დაიკლო ტყის სპილოების რაოდენობამ, ხოლო ნეპალში 100,000 ვეფხვიდან მხოლოდ 3 000 შემორჩა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! - კალათბურთელი ფარზე საქართველოს დროშით ავიდა

PechaKucha Night Tbilisi საინტერესო სიახლეებით ბრუნდება

ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)