თბილისში ტაქსისტი 15 ლარის გამო დანის მუქარით დააყაჩაღეს

თბილისში ტაქსისტი 15 ლარის გამო დანის მუქარით დააყაჩაღეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული აკაკი პ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა "112"-დან მიიღო შეტყობინება საბურთალოზე, ვაზისუბნის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის შესახებ.

ადგილზე მისულ პოლიციელებს ტაქსის მძღოლმა განუცხადა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ყაჩაღურად თავს დაესხა, დანის მუქარით ფული მოსთხოვა, 15 ლარი წაართვა და მიიმალა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, აკაკი პ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, კანდელაკის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179 -ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია