დავით გოგიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე მისი სიდედრი გარდაიცვალა

დავით გოგიაშვილის  ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე მისი სიდედრი გარდაიცვალა

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ანსამბლ "ქართული ხმების" წევრის, დავით გოგიაშვილის ("თავგასას") ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩაიშალა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრიდან იუწყება, დღეს "ქართული ხმების" სოლისტის, დავით გოგიაშვილის ("თავგასას") ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი იმართებოდა. თუმცა კონცერტის დაწყებიდან ერთ საათში პარტერის პირველ რიგებში გარდაცვლილი მომღერლის სიდედრი ცუდად გახდა და ის თეატრშივე გარდაიცვალა.

აღნიშნულის გამო ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩაიშალა. ამ დროისთვის თეატრიდან ყველა მსმენელი გამოსულია. პოლიციას თეატრის შენობაში არავის უშვებს.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, დავით გოგიაშვილის სიდედრი გულის შეტევით ემოციურ ფონზე გარდაიცვალა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია