პილინგები: 10 პრობლემის გადაჭრა ერთი პროცედურით

პილინგები: 10 პრობლემის გადაჭრა ერთი პროცედურით

შემოდგომა სწორედ ის დროა, როდესაც უნდა დავფიქრდეთ თუ როგორ აღვადგინოთ და მოვუაროთ მზისა და სიცხისგან დაზიანებულ და გამომშრალ კანს. თუ სიმშრალესთან ერთად გაწუხებთ აკნე, პიგმენტური ლაქები, ნაწიბურები, ან წვრილი ნაოჭები, შეგიძლიათ ყველა ეს პრობლემა ერთი პროცედურით - პილინგით მოაგვაროთ.

რა არის სახის პილინგი?

სახის პილინგი ერთგვარი "განახლებაა" (refresh) თქვენი კანისათვის. სახელწოდება ინგლისური სიტყვა peel-იდან მოდის რაც აქერცვლას, გაფცქვნას ნიშნავს. პილინგის დროს ხდება კანის მკვდარი უჯრედების ექსფლოცია ანუ აქერცვლა, ხდება რეგენერაციის ბუნებრივი პროცესი რის შედეგადაც დაზიანებული კანის მაგივრად ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ვიღებთ.

პილინგის საშუალებით შეგვიძლია 10 პრობლემის მოგვარება:

1. აკნე

2. პიგმენტური ლაქები

3. ნაწიბურები

4. ფორები

5. სტრიები

6. წვრილი ნაოჭები

7. გამომშრალი კანი

8. დაბერების პროცესი

9. კანის დაკარგული ელასტიურობა

10. კანის არაერთგვაროვანი სტრუქტურა და ფერი.

სახის პილინგის მრავალი სახე არსებობს. ჩვენ მოგითხრობთ ყველაზე თანამედროვე, ეფექტურ და უსაფრთხო პილინგების შესახებ, რომლებიც კლინიკა "მედიშია" დანერგილი.

XXI საუკუნეში პილინგები აღარ არის მტკივნეული და ხანგრძლივი პროცედურა, რთული რეაბილიტაციით. დღეს უკვე შესაძლებელია პილინგის ისეთი ტიპის შერჩევა, რომლის რეაბილიტაციაც შეუმჩნევლად მიდის, ხოლო შედეგი გაგაოცებთ.

"მედიში" საქართველოში, პილინგების ყველაზე ფართო სპექტრია წარმოდგენილი. როგორც ლაზერული:ფრაქციული, აბლაციური და არააბლაციური(კანის აქერცვლა), ასევე არააპარატურული პილინგები: ზედაპირული, საშუალო და ღრმა პილინგები.პილინგის სახეობა შეირჩევაა ინდივიდუალურად კანის ტიპისა და პრობლემების შესაბამისად. გამოვყობთ რამოდენიმეს, რომლებზეც კლინიკაში, ტრადიციული, სეზონური ფასდაკლება იწყება:

ლაზერული პილინგები:

დოტ ლაზერი - DOT: ეს არის CO2 ფრაქციული ლაზერი, რომელიც ახდენს კანის აბლაციას, (კანის აქერცვლა ლაზერის მაღალი ენერგიის გამოყენებით.) პროცედურის მიზანია განახლდეს დაზიანებული ან დაბერებული კანი. დოტ ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს დერმატო-ოპტიკური თერმოლიზის ტექნოლოგიას, ქმნის ახალ სტანდარტს კანის გაახალგაზრდავებასა და ლაზერულ პილინგებში. სხვა ტექნოლოგიებისაგან განსხვავებით ლაზერული პილინგის დოტ (DOT) თერაპია არ ახდენს მთლიანი კანის დარღვევას (დამუშავებას). ის ჯანსაღი ქსოვილების "კუნძულების" ირგვლივ ტოვებს, მიკროსკოპულ წერტილებს (DOT’s), რის შედეგადაც კანი მომენტალურად ახდენს ახალი კოლაგენის სტიმულირებას.

ეს არის უნიკალური ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში ახდენს კანზე არსებული არაერთი პრობლემის მოგვარებას. ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხდის მას გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, სტრიებს.

რეაბილიტაცია მიმდინარეობს უმტიკვეულოდ, 3 დან 7 დღემდე.

ფრაქსელი-FRAXEL არის ფრაქციული ლაზერული პილინგის უახლესი თაობის ტექნოლოგია, რომელსაც არ სჭირდება რეაბილიტაცია და პროცედურის დასრულებისთანავე შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ფრაქსელი ამუშავებს კანს ზედაპირზე, ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხდის მას გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, აქრობს აკნესა და აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, სტრიებს. აჩერებს დაბერების პროცესს, ყოველგვარი აქერცვლის გარეშე.

არა აპარატურული პილინგები:

კლინიკა "მედი" ასევე გვთავაზობს არა აპარატურულ პილინგის რამოდენიმე მეთოდს, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა ნივთიერებებით მიღებულ თერაპიულ ეფექტს: პოსტ აკნე, პიგმენტაცია, მზით გამოწვეული პიგმენტური ლაქები, წვრილი ნაოჭები, ასევე ნაწიბურები.

პილინგის უპირატესობაა ასევე ის, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია სახისა და სხეულის ნებისმიერ ზონაზე; არის უსაფრთხო, არ საჭიროებს ანესთეზიას, აქვს უმოკლესი რეაბილიტაციის პერიოდი. წარმატებით მკურნალობენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცებიც.

პილინგის მეთოდი და პროცედურის რაოდენობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და კანის მდგომარეობაზე, რასაც ინდივიდუალურად არჩევს მკურნალი ექიმი.

პილინგის პროცედურის ჩატარებისათვის ყველაზე კარგი პერიოდი ოქტომბრიდან მარტამდეა, რადგან მზის სხივები პილინგების უკუჩვენებაა. სწორედ ამიტომ, კლინიკა "მედი" იწყებს სპეციალურ აქციას ყველა სახის პილინგზე - 30%-ს. დღეიდან შეგიძლიათ ჩაიტაროთ ზემოთ ნახსენები პროცედურები სულ რაღაც 49 ლარიდან!

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი