ზუგდიდში მძარცველებმა მოხუცი ცოლ-ქმარი სასტიკად აწამეს

ზუგდიდში მძარცველებმა მოხუცი ცოლ-ქმარი სასტიკად აწამეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მოხუცი ცოლ-ქმარი სასტიკად აწამეს. თავდასხმა ძარცვის მიზნით მოხდა. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გვიან ღამით ოთხი ნიღბიანი შეიარაღებული პირი გოგილავების სახლში ფანჯრიდან შევიდა. მათ მოხუცები გააღვიძეს, გაკოჭეს, პირი აუკრეს და აწამეს. წაღებულია 200 ლარამდე თანხა.

ოჯახის დიასახლისი, მძიმედ დაშავებული 80 წლის ლარისა ოკუჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია