სალომე ტეტიაშვილი: "გამოჩნდა მამაკაცი, ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ"

სალომე ტეტიაშვილი: "გამოჩნდა მამაკაცი, ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ"

მომღერალი სალომე ტეტიაშვილი დედასთან ერთად ნაქირავები, ძალიან ღარიბული ოთახიდან, ახალ სახლში გადავიდა, რომელიც დედა-შვილს "ნანუკას შოუმ" აჩუქა. სალომეს ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიხარულო სიახლეა - შეხვდა ადამიანს, რომელიც მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, - წერს ჟურნალი "სარკე" სტატიაში სახელწოდებით "სალომე ტეტიაშვილის ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდა". გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

სალომე ტეტიაშვილი:

ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი ადამიანი გამოჩნდა, რომლის მიმართაც სიმპათიები მქავს, თუმცა ჩვენ შორის ჯერჯერობით სერიოზული არაფერი ხდება. ვერც მე გეტყვით, რომ შეყვარებული ვარ და ვერც ის იტყვის ამას. უბრალოდ, თავს კარგად ვგრძნობთ, ახლო და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. ერთმანეთს დაახლოებით 7 თვეა ვიცნობთ, X ფაქტორამდე" გავიცანით, პროფესიით ეკონომისტია.

- დედათქვენი იცნობს მას?

- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემს პირად ცხოვრებაში არასდროს ერევა. როცა ოჯახის შექმნაზე ვიფიქრებ, არ მინდა, ის მოხდეს, რაც წლების წინ დედაჩემის ცხოვრებაში მოხდა. ჩემს ბედს არასოდეს დავუკავშირებ ისეთ ადამიანს, ვისაც უკვე ჰყავდა ოჯახი. შეიძლება მეორე ოჯახის შექმნისას ბევრად უფრო ბედნიერი აღმოჩნდეს ადამიანი, მაგრამ საკუთარი ბედნიერების სხვის უბედურებაზე აგების მეშინია.

სრული ვერსია იხილეთ ჟურნალ "სარკის" ახალ ნომერში.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?