ტყიბულში მომხდარი მიწისძვრის შედეგად რამდენიმე მაღაროელი დაზიანდა

ტყიბულში მომხდარი მიწისძვრის შედეგად რამდენიმე მაღაროელი დაზიანდა

ტყიბულში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მინდელის სახელობის მაღაროში ნგრევა მოხდა. რამდენიმე მუშამ მსუბუქი დაზიანება მიიღო. ,,მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ჩამოიშალა ტყიბულის მენდელის სახელობის შახტის მე-6 უბნის ერთი ადგილი. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ერთ ერთ მეშახტეს სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი და მიმდინარეობს მისი ამოყვანა. რამდენიმე მუშამ მსუბუქი დაზიანებაც მიიღო", - განაცხადა მეტალურგიული და მძიმე მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძემ.

საქართველოში 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრა 16:36 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტი იყო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია