ავტორი:

ცნობილი ქართველები, რომლებიც ყაჩაღობის, ქურდობის ან თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ

ცნობილი ქართველები, რომლებიც ყაჩაღობის, ქურდობის ან თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ

ყაჩაღობის, ქურდობისა და თავდასხმის მსხვერპლი თითქმის ყველა ჩვენგანი გამხდარა. მათ შორის ცნობილი ადამიანებიც.

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა 8 წლის იყო, როცა მის სახლში შეიარაღებული პირები შევიდნენ. მძარცველებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სახლში დიდი რაოდენობის თანხა ინახებოდა, ფარულავების დაყაჩაღება ამიტომაც გადაწყვიტეს. მსახიობზე 8 წლის ასაკში გადატანილმა სტრესმა მძიმედ იმოქმედა და ის შიშით ქუჩაში ვეღარ გადიოდა.

- როდის მოხდა თქვენს ოჯახში ყაჩაღობა?

- დიდი ტრავმა იყო ჩემთვის ეს ფაქტი, 1976 წელს მოხდა ყაჩაღობა ჩვენთან, პატარა ბავშვი ვიყავი. დედა სამკურნალოდ წასული იყო რუსეთში, მამა მოქანდაკე გახლდათ და ყოველდღე სახელოსნოში მიდიოდა, სახლში საღამოს ბრუნდებოდა. სახლში გვქონდა საინტერესო ხატების და ხანჯლების კოლექცია. უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენთან მოჰყავდათ როგორც მუზეუმში. ეზოში ვთამაშობდი და სახლში ავედი, ბებიასთან, მინდოდა გამომერთვა 20 კაპიკი ნაყინისთვის. კარს ჯერ არავინ მიღებდა, შემდეგ უცხო ადამიანმა გამიღო და შემათრია სახლში. ოთახში ჩამოშვებული იყო ფარდები და იდგა ორი უცხო მამაკაცი, სახეზე ნიღბები კალგოტკები ჰქონდათ ჩამოფარებული, ხელში იარაღები ეჭირათ. ბებიაჩემი კი ცუდად იყო და იწვა. ძალიან შემეშინდა. ხატებს ალაგებდნენ. ვეხვეწებოდი ბებიაჩემი არ მოკლათ-თქო და მამშვიდებდნენ არ მოვკლავთო. იყო ასეთი ეპიზოდი ერთ-ერთი მძარცველი წყალს ასხამდა ბებიაჩემს, მერე შესთავაზა ქალბატონო, იქნებ წყალი დალიოთო, ქართლელი ქალი იყო ბებიაჩემი და უთხრა, მოგკლავ, ხელები ჩაყავი წყალში და მაგას დავლევო. მძარცველები მოვატყუე, მამა ბრუნდება სახლში და დაგიჭერთ-თქო. მოხდა საოცრება და მამა, რომელიც არასდროს დაბრუნებულა სახლში დღისით, დაბრუნდა ერთი ხატის გამო რესტავრატორთან ერთად. ორი ქურდი უკვე გასული იყო სახლიდან, დავინახე თუ არა მამა, ვუთხარი ქურდები არიან-თქო. ხელში ეჭირა ბევრი გასაღებების შეკვრა და სახლში ვინც იყო დარჩენილი, მას ესროლა, ხანჯლები კედელზე გვქონდა დაკიდებული და ხანჯალი მომეცითო, უთხრა ბებიაჩემს და ბებიაჩემმა ჰკითხა, რომელიო, მამამ ერთი მძარცველი დაიჭირა.

- ამბობენ, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ამან თქვენზე ბავშვობაში?

- მამა მეგობრობდა ზვიად გამსახურდიასთან. მას რომ უამბო ეს ამბავი, ზვიადმა უთხრა, ღვთისმშობლის ხატმა გადაარჩინა ეს ბავშვიო, ეს ის ხატი იყო, რომლის გამოც მამა დაბრუნდა სახლში. კონსტანტინე გამსახურდიას პორტრეტი ცოცხლად სწორედ მამამ გააკეთა. ხომ ამბობენ სტრესის გამო ადამიანს შესაძლოა ფაკულტეტები გაეხსნას? ერთმა ჩემი მეზობლის ბავშვმა მომატყუა, ყოველდღე მოდის ორი ბიჭი შენს წასაყვანადო და ამის შემეშინდა, თორე მანამდე თავი მეგონა გმირი, დავდიოდი და ყველგან ვყვებოდი ამ ამბავს. რა თქმა უნდა, შეშინებული ვიყავი, სახლიდან ვერ გამოვდიოდი, რეაბილიტაცია მჭირდებოდა. მერე მეზობლის ბებია, ბათუმელი ქალბატონი მიკეთებდა გამოლოცვებს ვაშლზე და ამ ვაშლს ვჭამდი.

- დაიბრუნეთ წაღებული ნივთები?

- ვერაფერი დავიბრუნეთ, იმ ბიჭმა რომელიც მამამ დააკავა, არ გათქვა თანამზარხველები. სასამართლოზე სულ სხვა რაღაცეები ვილაპარაკეთ, დედაჩემს საჭმელები მიჰქონდა მისთვის. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ გვითხრა ამ ბიჭმა, ჩვენ ფულის გამო მოვედითო. მამას 70 000 უნდა აეღო ჰონორარი და ამ ფულის გამო მოვიდნენ.

"ქუჩის ბიჭების" წევრი ზურა ხაჩიძე AMBEBI.GE-სთან წლების წინ მომხდარ ყაჩაღობას იხსენებს, როცა ყაჩაღები მას თითს აჭრიდნენ.

- ათი წლის წინ ხონში გვქონდა კონცერტი, მამუკა ონაშვილი და გიგა კვენეტაძე იმყოფებოდნენ ჩვენთან ერთად. როცა კონცერტი დასრულდა და თბილისში დაბრუნებას ვაპირებდით, შეიარაღებული პირები დაგვესხნენ თავს და ფულს გვთხოვდნენ. ხელზე მეკეთა ბეჭედი, მისი წაღებაც უნდოდათ და აპირებდნენ ბეჭდის გამო თითი მოეჭრათ, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

მომღერალი სოფო ხალვაში ბავშვობაში ყაჩაღების მიერ გატაცებას გადაურჩა. როგორც იხსენებს, ამ ფაქტის გამო დიდხანს ჰქონდა შიში.

- 10-11 წლის ვიქნებოდი, ბათუმიდან თბილისში მივდიოდით მანქანით ნათესავსა და დეიდასთან ერთად. უკვე ბნელოდა, როცა გურიაში შევედით... დაგვაყაჩაღეს, რამაც ჩემზე საშინლად იმოქმედა. გზად მანქანა გადაგვეღობა, საიდანაც შენიღბულმა პირებმა სროლა დაგვიწყეს. შემდეგ გადაწყვიტეს, ჩვენი მანქანა წაეყვანათ, ჩასხდნენ და არ იცოდნენ, რომ მე მანქანაში ვიჯექი, წასვლა ჩემიანად დააპირეს, მაგრამ მერე დამტოვეს, ისევ ტყვიები დაგვახალეს და წავიდნენ. ამ ფაქტმა ჩემზე საშინლად იმოქმედა და ამის შემდეგ დამეწყო შიში, სულ უკან ვიყურებოდი, მეგონა, ვიღაც მომყვებოდა, - იხსენებს მომღერალი.

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ორჯერ დააყაჩაღეს. ინგა 2009 წელს ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე იმ დროს დააყაჩაღეს, როცა ძაღლისთვის სათამაშოს ყიდულობდა. თავდამსხმელებმა მას 700 ლარი და საბუთები წაართვეს, შემდეგ კი გაიქცნენ.

რამდენიმე წლის, ქურდობის მსხვერპლი ლელა წურწუმიაც გახდა. მომღერალი ქალაქგარეთ კონცერტზე იმყოფებოდა, როცა მის ახალ სახლში ქურდები შევიდნენ, სათვალეების კოლექცია და ძვირფასი ნივთები მოპარეს. ამბობენ, რომ ლელა წურწუმია ოჯახის ახლობელმა გაქურდა, რის გამოც მომღერალმა პოლიციაში აღარ იჩივლა, თუმცა მოპარული ნივთები დაიბრუნა.

მოდელი გიორგი ნაზღაიძე თავდამსხმელების მსხვერპლი რამდენიმე თვის წინ გახდა. როგორც ნაზღაიძე "ამბები.გე"-თან იხსენებს, მას თავს ვარკეთილში უცხო პირები დაესხნენ. მას ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანებები, რის გამოც საავადმყოფოში მოხვდა. ნაზღაიძემ მომხდარზე პოლიციაში არ იჩივლა.

ქურდობის მსხვერპლი გახდა მომღერალი თეონა კონტრიძე. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მას "იმედში" ჯინსის ქურთუკი მოპარეს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თეონა კონტრიძე "ტელეიმედის" მოწვევით, გარკვეული პერიოდი საქართველოში ცხოვრობდა და "ორი ვარსკვლავის" ჟიურიში იყო. იმედში მომხდარი ქურდობის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზეც დაპოსტა.

ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის ოჯახში ორი კრიმინალური ფაქტი ერთ დღეს მოხდა. რამაზ ნოზაძეს გლდანში საკუთარი მაღაზია აქვს, სადაც ზაფხულში ყაჩაღები შევიდნენ და გამყიდველს ფული მუქარის სანაცვლოდ გამოსძალეს. იმავე დღეს მოხდა ქურდობა მათ სახლში, რა დროსაც მძარცველებმა ძვირფასი ნივთები წაიღეს სახლიდან. დაზარალებულმა ოჯახმა პოლიციასაც მიმართა.

"დაიბადა ჩემი ბიჭი, ბებია ვარ" - ნინო ნადირაძესა და გუგა კუზანოვს შვილიშვილი შეეძინათ

"პატრულმა დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია...  "გრძელი ღამეც" იყო" - თბილისში პითონი დაიჭირეს

"5-6 თვის წინ თამარმა მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი მიშოვეო" - გარდაცვლილი პროგრამისტის დედა