ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)

ალფრედ ჰიჩკოკის ”ჩიტები”-ს ვარსკვლავი ტიპი ჰედრენი თავის მეუღლესთან ნოელ მარშალთან, ქალიშვილთან მელანი გრიფიტთან და შინაურ ცხოველთან, ნილთან ერთად ცხოვრობდა. ნილი ლომი იყო.

1969 წელს ჰედრენი და მისი ქმარი აფრიკაში იყნენ გადაღებებზე და მიტოვებულ სახლში ლომები იპოვნეს. ამის შემდეგ გადაწყვიტეს თავად გადაეღოთ ფილმი ლომებზე. ცხოველების მომთვინიერებელმა რონ ოქსლიმ ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა ცოლ-ქმარს ლომების შესახებ და საკუთარ სახლში მიყვანა ურჩია. ოჯახი ლომთან ერთად კალიფორნიის რანჩოში გადავიდა.

ფილმს ”ღრენა” დაარქვეს. ფილმში ლომების გარდა, იაგუარები, ლეოპარდები და სხვა კატისებრთა მტაცებელი ცხოველებიც იღებდნენ მონაწილეობას. ჯამში ცხოველების რაოდენობა 150-ს გაუტოლდა. ფილმზე მუშაობისას მელანის ლომი დაესხა თავს და 50 ნაკერი დასჭირდა. ოპერატორ იან დე ბონტს სკალპი უკან მიაკერეს მას შემდეგ, რაც ლომმა უკბინა. საბოლოო ჯამში, სამოცდაათზე მეტი ადამიანი დაშავდა გადაღებებზე.

ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ ჰედრენმა ცხოველთა თავშესაფარი დააარსა და დღემდე იფარებს ეგზოტიკურ ცხოველებს. ამჟამად თავშესაფარში 70 ცხოველი იმყოფება, მათ შორის მაიკლ ჯექსონის ბენგალური ვეფხვი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია mashable.com-ს მიხედვით.

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

რატომ არ აძლევდა სტივ ჯობსი საკუთარ შვილებს "აიფონისა" და "აიპადის" გამოეყენების უფლებას