ინტერნეტგოგონა ლურჯი თვალებით თამთა ასათიანის გული ჯერ ვერავინ მოიგო

ინტერნეტგოგონა ლურჯი თვალებით თამთა ასათიანის გული ჯერ ვერავინ მოიგო

თამთა ასათიანს ''პალიტრა TV''-ზე გადაცემა''ინტერნეტპალიტრა'' მიჰყავს. ყოველდღიურად ეთერშია და იძიებს ყველაზე საინტერესოს, რაც ინტერნეტსივრცეში ხდება, რომ საღამოობით მაყურებელს ამცნოს. გასულ კვირას''რეიტინგმა'' ის ყველაზე ლამაზთვალება წამყვანების სიაში შეიყვანა. სხვათა შორის, ეს მომხიბვლელი გოგონა მარტოა და მისი გულის დაპყრობაც საკმაოდ რთული ამბავი ყოფილა. თამთას საქმესა და პირადულზე ვესაუბრეთ.

- უკვე ერთი წელია, რაც ამ არხის წამყვანი ვარ. ძალიან შევეჩვიე აქაურ გარემოს და დიდი გამოცდილება მივიღე, რაც, ვფიქრობ, დამწყები ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია. ირგვლივ უამრავი პროფესიონალია, რომელთა რჩევებსა და შენიშვნებსაც ვიღებ, რასაც აუცილებლად ვითვალისწინებ. როცა ეთერში პირველად დავჯექი, ტელევიზიის მხრივ გამოცდილება არ მქონია. უნივერსიტეტში პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერი მიმიღია, გარდა იმისა, რომ თეორია ვიზეპირე (იღიმის). აქედან გამომდინარე, თავიდან მიჭირდა რაღაცები, შემდეგ თანდათან მივეჩვიე.

რაც შეეხება''ინტერნეტპალიტრას'', ეს არის გადაცემა, რომელიც დაფუძნებულია მთლიანად ინტერნეტამბებზე, სხვადასხვა საიტსა და პოპულარულ პორტალებზე. გვაინტერესებს ის, რაზეც მთელი დღე საუბრობენ ინტერნეტმომხმარებლები, კომენტარებისა და გამოხმაურებების მიხედვით ვარჩევთ თემებს, ამით ჩემი პროდიუსერი არის აქტიურად დაკავებული. დღის ბოლოს კი ვაჯამებთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ამბებსაც. ერთგვარი საინფორმაციო გამოშვებაა, ოღონდ ინტერნეტზე დამოკიდებული. ვაშუქებთ არა მხოლოდ ამბებს, არამედ იმ გამოხმაურებებს, კომენტარებს, რაც ამა თუ იმ ამბავს მოჰყვება ხოლმე. ყოველდღე, საღამოს ექვსსა და ცხრა საათზე გვაქვს გამოშვებები.

- ვიცი, რომ განახლებული სტუდია გაქვთ.

- გადავინაცვლეთ ნიუსრუმში. გვინდოდა, ჩვენი მედიაჰოლდინგის ''გულიდან'' გავსულიყავით ეთერში. აქ არის თავმოყრილი სხვადასხვა პოპულარული საიტის გუნდი, რასაკვირველია, რადიოსა და ტელევიზიის, საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლები. მაყურებელს შეუძლია იმის დანახვაც, როგორ მუშაობენ ნიუს-რუმის თანამშრომლები. ახლა ვაპირებთ, დავამატოთ სიუჟეტებიც. ეს ჩემთვის დამატებითი გამოცდილებაა. სტუდიიდან ქუჩაში გადავინაცვლე და ხალხთან, რესპონდენტებთან ურთიერთობის საშუალება მომეცა. ახალი და საინტერესო იყო. მაყურებელი ასევე ითხოვს, დავამატოთ სტუმროს ბლოკიც და ვნახოთ, ამაზეც ვფიქრობთ.

- ღია ეთერში ხარ?

- დიახ და ამას თან ახლავს გარკვეული დაძაბულობაც. ტექნიკური ხარვეზისგან არავინ არის დაზღვეული, ყოფილა ასეთი შემთხვევებიც და ამ დროს უნდა ეცადო, არ დაიბნე. ამ ყველაფერმაც მომცა გამოცდილება და ასეთ რაღაცებზე უფრო სწრაფად ვრეაგირებ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება