თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარბარეს ეკლესია დაარბიეს

თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარბარეს ეკლესია დაარბიეს

თბილისში, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბარბარეს ეკლესია დაარბიეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დანგრეულია ტაძრის ერთ-ერთ კედელი, უშუალოდ ტაძარში კი, ყველაფერი დამტვრეულია.

"დღეს როცა მივედით, ასეთი სურათი დაგხვდა. შემზარავი ფაქტია. დანგრეულია ეკლესიის ერთ-ერთი კედელი, გაძარცვულია ეკლესია. ეს არ ეყოთ, როგორც ჩანს და დალეწეს შიგნით ყველაფერი. დალეწილია ეკლესიის საკურთხეველიც. ეს არის შემზარავი ფაქტი. აუცილებლად მოვითხოვთ, რომ დამნაშავე დაისაჯოს", - უთხრა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შემთხვევის შემთვხვევის ადგილზე უკვე გავიდა "ინტერპრესნიუსის" ჯგუფი და ახალ ინფორმაციებს უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია