"ვინ ჩემი ფეხები ხართ, ამაზე დაფიქრებულხართ ოდესმე?" - მაია დარსმელიძის მწვავე პოსტი დაბოღმილ ადამიანებს

"ვინ ჩემი ფეხები ხართ, ამაზე დაფიქრებულხართ ოდესმე?" - მაია დარსმელიძის მწვავე პოსტი დაბოღმილ ადამიანებს

მომღერალი მაია დარსმელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაბოღმილ ადამიანებსა და ნეგატიური კომენტარების ავტორებს პოსტს უძღვნის.

"სხვისი ცხოვრების განხილვის და ბოღმის ფრქვევის გარდა "პრასვეტი" რომ არ გაქვთ, თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანებზე საზიზღრობების წერით თვითდამკვიდრებას რომ ცდილობთ, არ გიფიქრიათ, რეალურად რა ეშველება თქვენს ნაცრისფერ, უსუსურ ცხოვრებას? ვინ ჩემი ფეხები ხართ, რას წარმოადგენთ თუნდაც თქვენს გარემოცვაში - ამაზე დაფიქრებულხართ ოდესმე?

რატომ ხართ მუდმივად ასე ცუდად? რა არის ამის მიზეზი - გიფიქრიათ ამაზე, არაფრის მაქნისო კლავიატურის კრეტინებო?

ამ პოსტსაც წაათრევს ჩემს პროფაილზე ჩასაფრებული უნიჭო მზექალა, რომელიც მხოლოდ დაქალებს და სანათესაოს აბოლებს რომ ჟურნალისტია; რომელიც, სავარაუდოდ, პირადი მოტივებით ვერ მიტანს, ჩემს ყველაზე საზიზღარ ფოტოს დაურთავს "სტატიას" და თქვენი "შე მახინჯო" კომენტარებით დაკმაყოფილდება. )))))))))))))

თქვენ ახალი სიბრძნეების წერის ბედნიერებას მოგანიჭებთ, მე კი კიდევ ერთხელ გადავამოწმებ სტატისტიკას: ძირითადად ტაფამირტყმული მახინჯები, გუმბათქავერიანი ვითომ მორწმუნეები და არშემდგარი ტიპები წერენ საზიზღრობებს. წარმატებულ ადამიანს სხვისი განსჯის არც დრო და არც სურვილი არ აქვს.

მეც თქვენი გართობით ვეღარ მოვცდები, ახალი, მესამე პროექტი დავიწყე და ვისაც ჩემი ცუდად ყოფნა გაგახარებდათ - ჩემი მორიგი წარმატებით და კარგადყოფნით უნდა გაგიხეთქოთ გული", - წერს დარსმელიძე.