თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ძმები ორბელიანების ქუჩაზე ერთსართულიან კერძო სახლში აფეთქება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა.
დაშავებული ნანგრევებიდან გამოიყვანეს და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.
ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.