გორი-მცხეთის გზაზე მანქანამ მაღალი ძაბვის ელექტრობოძი წააქცია

გორი-მცხეთის გზაზე მანქანამ მაღალი ძაბვის ელექტრობოძი წააქცია

2014 წლის 14 ოქტომბერს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე გორი-მცხეთის საავტომობილო მაგისტრალზე ავტომანქანა 110 კვტ-იან ელექტროხაზის ბოძს დაეჯახა. ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. შეჯახებისას ელექტრობოძი წაიქცა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" გორის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბალახაშვილი ამბობს, რომ ავარიის გამო გაითიშა, როგორც ქალაქ გორის, ასევე გორის რაიონის და კასპის რაიონის სოფლების აბონენტთა დიდი ნაწილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ჯერჯერობით, კონკრეტული პირის მიმართ ბრალი არ წარუდგენიათ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია