ზუგდიდის რაიონ სოფელ დარჩელში ტაქსის მძღოლი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი მძღოლისთვის თანხის გადაუხდელობა გახდა.
უწყების ცნობით, უკვე დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც მძღოლი მოკლა. ამ დროსათვის კი, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება მომხდარის შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, მოკლული ტაქსის მძღოლი გოდერძი შამუგიაა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი, ამნისტირებული პატიმარია.