ხობის ხარების მონასტერში სოკოთი სამი მონაზონი მოიწამლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხობის ხარების მონასტრის წინამძღვარმა, დედა ანამ განუცხადა , შემთხვევა გუშინ მოხდა. მონაზვნებმა მონასტრის ეზოში დაკრეფილი სოკო მოამზადეს და საკვებად მიიღეს.
მოწამვლის გამო მონაზვნებმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართეს. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
ამასთან, ბოლო პერიოდში სოკოთი მოწამვლის 20-მდე ფაქტი დაფიქსირდა. იაშვილის ბავშვთა კლინიკაში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად გუშინ 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სოკოს ინტოქსიკაციით ამჟამად კლინიკაში სამი პაციენტი მკურნალობს, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, თავი შეიკავონ ტყის სოკოს მიღებისგან. ტოქსიკოლოგების ინფორმაციით, სოკო, თუნდაც ტოქსიკური არ იყოს, ერთ-ერთი რთულად მოსანელებელი პროდუქტია და ზოგადად სოკოთი დანაყრება არ შეიძლება.