ყირიმ-კონგოს ცხელებით იმერეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგოს ცხელებით იმერეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ყირიმ-კონგოს ცხელებით იმერეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ ბაღადთის მუნიციპალტეტის სოფელ ობჩაში მოხდა.

გარდაცვლილი 49 წლის მამაკაცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ექიმებისთვის დაგვიანებული მიმართვა გახდა.

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება; ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ეს საკმაოდ მძიმე ვირუსული დაავადებაა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. დაავადებულთა დაახლოებით 40% იღუპება. ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია