ცნობილი ქართველი მსახიობების უცნობი მეორე ნახევრები

ცნობილი ქართველი მსახიობების უცნობი მეორე ნახევრები

ქართველ მსახიობებს ძირითადად, ცნობილი მეორე ნახევრები ჰყავთ. თუმცა არიან ისეთები, ვინც საკუთარ რჩეულს მალავს. Ambebi.ge ცნობილი ქართველი მსახიობების უცნობი მეორე ნახევრებით დაინტერესდა.

სანდრო კაკულია

მსახიობ სანდრო კაკულიას რჩეული ნუცა აბაშიძეა. ნუცა სახელოვანი ქართველი მსახიობის დოდო აბაშიძის შვილიშვილია. ნუცამ და სანდრომ ერთმანეთი 10 წლის წინ გაიცნეს. უცნაურია, მაგრამ სანდროს პირველად ნუცა გამოუტყდა სიყვარულში, გარკვეული პერიოდი შეყვარებულები იყვნენ, შემდეგ კი ერთი წლით დაშორდნენ. ნუცა პრაღაში წავიდა, სანდრო თბილისში დარჩა. პრაღიდან დაბრუნებულ ნუცას სანდრო შეურიგდა და 6 წლის წინ იქორწინეს. მათ 3 წლის ქალიშვილი ჰყავთ.

ანი ტყებუჩავა

"ჩემი ცოლის დაქალების" მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ანი ტყებუჩავა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა. მას ახლა პატარა ქალიშვილიც ჰყავს, რომელსაც ნენე ჰქვია. ანი ტყებუჩავას მეუღლე რეჟისორი ლევან ბარამიძეა. წარსულში ლევან ბარამიძე კინოსტუდია "სან-გუკოში” მუშაობდა, გადაღებული აქვს რამდენიმე რეკლამა. ანიმ და ლევანიმ დაქორწინება მოულოდნელად გადაწყვიტეს და თაფლობის თვე ეგვიპტეში გაატარეს.

თათული ედიშერაშვილი

მსახიობი თათული ედიშერაშვილი მაყურებელმა "შუა ქალაქის" მეშვეობით გაიცნო. მის მიერ შექმნილი პერსონაჟი თამარ ღლონტი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და წლების გასვლის მიუხედავად, აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. თათული ედიშერაშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრისგან ყოველთვის თავს იკავებს, ინტერვიუებიც არ უყვარს. მსახიობი 2009 წელს გათხოვდა, ახლა ორი ქალიშვილის, ნანიკოს და სესეს დედაა. თათული ქმრის ვინაობას მალავს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი ქმარი გვარად ჩიმჩიურია და ძალოვანი უწყების თანამშრომელია.

გიორგი ბახუტაშვილი

გიორგი ბახუტაშვილი დღეს ყველაზე ცნობილი მსახიობია. ცოტნე ცოტაშვილის როლის შესრულებამ მას არნახული წარმატება მოუტანა. მასზე უამრავი გოგო არის შეყვარებული, თუმცა ის უკვე დაოჯახებულია. მისი მეუღლე 22 წლის თაკო შოშიაშვილია. წყვილმა დაქორწინება 6 თვეში გადაწყვიტა. სამი წელია თაკო სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელია. თაკო ოპერატორია. თეატრალურ უნივერსიტეტს ამთავრებს, საოპერატორო ფაკულტეტს. ექვსი თვე "კომედი არხზე" მუშაობდა, გახსნის დღიდან. თითქმის ყველა გადაცემას იღებდა, მათ შორის "ქეთო და კოტეს", "ქლაბ შოუს", "ქომედი ქიდსს", "ბექაბაიტს". ახლა აღარ მუშაობს. ამბობს, რომ ტელევიზიაში ისეთი დაკავებული იყო, რომ არ წამოვსულიყავი, გიორგის ვერც გავიცნობდიო. ერთმანეთი საერთო მეგობრის სახლში გაიცნეს.

ვანიკო თარხნიშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი ვანიკო თარხნიშვილი 3 წელზე მეტია დაოჯახებულია. მისი მეუღლე სოფო გელავაა. სოფო ამჯერად დიასახლისია. რამდენიმე თვის წინ ვანიკოს და სოფოს ვაჟი შეეძინათ, პატარას დამიანე ჰქვია და მშობლებს ის "ტუსოვკებზეც" დაჰყავთ.

ოთარ ტატიშვილი

მსახიობი ოთარ ტატიშვილის მეორე ნახევარი თიკა სვანიშვილია. თიკა პროფესიით სტომატოლოგია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. თიკამ და ოთარმა 15 წლის წინ შექმნეს ოჯახი და საერთო ქალიშვილი ჰყავთ. მანამდე ოთარ ტატიშვილი სხვა ქალზე იყო დაქორწინებული, მასთან 2 ვაჟი ჰყავს. როგორც ამბობენ, მსახიობმა ცოლს უღალატა, შემდეგ კი სასწავლებლად რუსეთში წავიდა, სადაც მოგვიანებით მისი მეუღლე უნდა ჩასულიყო, თუმცა... როგორც ტატიშვილის პირველი მეუღლე ეკა არჩვაძე ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, მას მოსკოვში ჩასვლა დაასწრეს და ქმარს საბოლოოდ დაშორდა.

თამარ ბოჭორიშვილი