დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვაზისუბანში, შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას სახლთან უცნობმა პირებმა ავტომობილი ააფეთქეს. აღნიშნული ინფორმაცია "თავისუფალი ზონის" საიტზე გამოქვეყნდა.
Ambebi.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად შსს-ს დაუკავშირდა. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.
Ambebi.ge ამ დრომდე ელოდება ოფიციალურ პასუხს უწყებიდან.