ერთი გარდაცვლილი და ექვსი დაშავებული - ბორჯომში მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს დაეჯახა

ერთი გარდაცვლილი და ექვსი დაშავებული - ბორჯომში მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს დაეჯახა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ახალდაბასთან, გზის მარცხენა მხარეს გაჩერებულ სატვირთოს "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ის სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და მასში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა, დანარჩენი 6 მგზავრი კი ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვია.

"გაჩერებულები ვიყავით მანქანით, საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა მოსრიალდა და გვერდიდან დაგვარტყა", - ამბობს სატვირთოს მძღოლი კახა მიქაბერიძე.

შემთხვევის ადგილზე სამი სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული, დაზიანებული მანქანიდან დაშავებულის ამოყვანა გაუჭირდათ. ექვსი დაშავებულიდან სამის მგდომარეობა მძიმეა და ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.

წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია