ვახუშტის ხიდზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ვახუშტის ხიდზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაიცვალა შეჯახების შედეგად დაზიანებული ორი ავტომობილიდან ერთ-ერთის, "ოპელის" მარკის ავტომანქანის მძღოლი.

"მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - აღნიშნავენ შსს-ში.

ავტოსაგზაო შემთხვევა ვახუშტის ხიდის ქვეშ ცოტა ხნის წინ მოხდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია