ზუგდიდში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობა აფეთქდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობა აფეთქდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ღამის ორ საათზე, სახელმწიფო უშიშროების სამსახურში მოხდა. დაღუპულია აღნიშნული უწყების ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ლაგვილავა. ჩამოინგრა შენობა. წინასწარი ინფორმაციით, ამის მიზეზი წყლის ავზის აფეთქებაა.

ამ დროისთვის შენობის მეორე სართულის დემონტაჟი და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური. მან დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა. მინისტრის მოადგილე თავდასხმის ფაქტს უარყოფს.

დაღუპული ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

გამოყენებულია რუსთავი 2-ს ფოტო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია