გრეგორი ლეპსის მეუღლე დაუდგენელი ვირუსით საავადმყოფოში მოათავსეს

გრეგორი ლეპსის მეუღლე დაუდგენელი ვირუსით საავადმყოფოში მოათავსეს

რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მომღერლის, გრეგორი ლეპსის მეუღლე საავადმყოფოში მოათავსეს საშიში, ჯერჯერობით გაუკრვეველი ვირუსის გამო.

ღამით ლეპსის მეუღლე, 42 წლის ანა შაპლიკოვა უეცრად გახდა ცუდად: ქალს ძლიერი ციებ-ცხელება დაეწყო საეჭვო სიმპტომებით. ლეპსმა სასწრაფო გამოიძახა, ადგილზე მისულმა მედიკოსებმა განაცხადეს, რომ პაციენტი სასწრაფო გამოკვლევას საჭიროებდა და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

სიმპტომების შესწავლის და ანალიზების გაკეთების შემდეგ, სპეციალისტებმა მაინც ვერ მოხერხეს ვირუსის ზუსტი წარმომავლობის დადგენა. საავადმყოფოში დარჩენაზე ანამ უარი განაცხადა და მეორე დილით სახლში გაეწერა.

ექიმებმა ტაილანდიდან ახალდაბრუნებულ წყვილს ურჩიეს, სიმპტომებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოეჩინათ, ევროპასა და აფრიკაში ხომ სასიკვდილო ვირუსი ებოლა მძვინვარებს.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.