შავი მაგიის სამზარეულო - როგორ აკეთებენ ჯადოებს

შავი მაგიის სამზარეულო - როგორ აკეთებენ ჯადოებს

ეს საკითხი ბევრს აინტერესებს - შავი მაგია, ჯადოქრობა, განსაკუთრებით კი, როგორ ამზადებენ ჯადოებს და რა საშუალებებით ახდენენ გავლენას ადამიანებზე. ამ ჯადოსნობების საფუძვლებიც შორეული წარსულიდან მოდის.

ყველაზე გავრცელებული საშუალება ადამიანებისკენ ნეგატიური ენერგიის მისამართად - წყევლაა მსხვერპლის ფიგურის ან პორტრეტის გამოყენებით. ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში, სპარსეთსა და ეგვიპტეში გავრცელებული იყო ცვილის ფიგურები, რომლებიც დღემდე აქტიურად გამოიყენება. ასეთ ფიგურებს აკეთებენ თიხით, ხის ან უფრო რბილი ნივთიერებებისგან (მაგალითად, ნაჭრისგან).

ცვილის ფიგურებს ღებავენ და რამეთი რთავენ, რასაც მსხვერპლთან ენერგეტიკული კავშირი აქვს - ფრჩხილების მონაჭრებით, თმით ან ტანსაცმლის ნაგლეჯებით. მერე კი ამ ფიგურებს ცეცხლზე წვავენ და როცა ის დნება, ამ დროს მსხვერპლი ტკივილებისგან იტანჯება, მერე კი კვდება კიდეც. ძველი ეგვიპტელები ხშირად იყენებდნენ ელეპის ცვილის გამოსახულებებს - დემონის, რომელიც მზის მტრად ითვლებოდა.

მაგი მის სახელს მწვანე ფერით წერდა მსხვერპლის ფიგურაზე, პაპირუსში ახვევდა და ცეცხლში აგდებდა. ხანდახან, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ცეცხლის ალტერნატივად გამოიყენებოდა ფიგურისთვის ნემსების შერჭობა. გამოსახულებებს კი დღესაც ცვლიან ცხოველებისა და ადამიანების გულებით.

ჯადოებისა და წყევლის კიდევ ერთი ჯგუფი ქვებს უკავშირდება. შუა საუკუნეების ირლანდიაში, მაგალითად, "დაწყევლილ ქვებს" უწოდებდნენ რიყის ქვებს, რომლებსაც აპრიალებდნენ და მარჯვნივ-მარცხნივ ატრიალებდნენ, თან შელოცვებს ბუტბუტებდნენ. ხშირად მიაჩნიათ, რომ ძვირფასი და ნაკლებად ძვირფასი ქვები ასევე ფლობენ უნარს, სხვადასხვა უბედურება გადასცენ ადამიანებს.

მაგალითად, ცნობილი ბრილიანტი "იმედი", რომელიც საფრანგეთის მეფემ ლუდოვიკო XIV-მ 1668 წელს შეიძინა ფრანგი მოგზაურ ტავერნიესგან, როგორც ლეგენდა ამბობს, დაწყევლილი იყო, რადგან მისი ყველა შემდგომი მფლობელი სწრაფად ავადდებოდა, ცხოვრებაში იმედგაცრუებას განიცდიდა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა იღუპებოდა.

გაგრძელება

„ჯორჯიან მანგანეზმა“ საფეხბურთო ტრადიცია აღადგინა და ჭიათურაში ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო

რა არის “ენერჯი დიეტა” და როგორი კვების რეჟიმია რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ წონაში კლებისთვის

"დადგა დრო "მასტერშეფში“ კაცმა გაიმარჯვოს“ - რა შეიცვალა ნუცა სურგულაძის ცხოვრებაში გამარჯვების შემდეგ