სტიქიამ ბათუმში სამაშველო საგუშაგო გაანადგურა - შტორმი 5 ბალიან ნიშნულს უახლოვდება (+6 ფოტო)

სტიქიამ ბათუმში სამაშველო საგუშაგო გაანადგურა - შტორმი 5 ბალიან ნიშნულს უახლოვდება (+6 ფოტო)

ბათუმის სანაპიროებზე შტორმი 5 ბალიან ნიშნულს უახლოვდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა.

როგორც მამუკა თურმანიძემ განმარტა, უამინდობის გამო, მცურავი საშუალებები ბათუმის იახტკლუბში დარჩებიან, ვიდრე საშტორმო მდგომარეობა არ მოიხსნება. მისივე თქმით, შტორმმა სერიოზულად დააზიანა სამაშველო სამსახურის საგუშაგო, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარება.

"ეშმაკის ბორბალთან არსებული სამაშველო სამსახურის საგუშაგო შტორმა გაანადგურა. შესაბამის აქტს ვწერთ იმის შესახებ, რომ ჩამოვწეროთ ეს საგუშაგო, რადგან აღარ ექვემდებარება აღდგენას", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

ბათუმში ორი დღეა, გადაუღებლად წვიმს, მაღალმთიან აჭარაში კი თოვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია