"გიჟი, თვითმარქვია ბერი როგორაა უფრო დამსახურებული..". - ნათია კობერიძე

"გიჟი, თვითმარქვია ბერი როგორაა უფრო დამსახურებული..". - ნათია კობერიძე

მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებული ბერი გაბრიელ სალოსის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ისნის რაიონში მდებარე წულაძის ქუჩის N23-ში ბერი გაბრიელის სახელობის ეკლესიის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ქ.ჩოლოყაშვილისა და ბ.ხმელნიცკის ქუჩის ნაწილს კი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სახელი რამდენიმე დღის წინ შეეცვალა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი ეწოდა. თემას სოციალურ ქსელში  არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ჟურნალისტი ნათია კობერიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ქუჩებისთვის სახელის გადარქმევის ფაქტს გამოეხმაურა:

"გიჟი, თვითმარქვია ბერი როგორაა უფრო დამსახურებული, ვიდრე დამოუკიდებლობის იდეას შეწირული გმირი?

განგებ ამოიღეთ მიზანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის სახელი და ვიღაც ბერით ჩაანაცვლეთ, იმედი გაქვთ, რომ ეკლესიით შეშინებული ბნელეთი ვერ გაბედავს პროტეტს!" - წერს კობერიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს