როგორ შევარჩიოთ სამოსი ასაკის და მოდის შესაბამისად - დიზაინერის რჩევები

როგორ შევარჩიოთ სამოსი ასაკის და მოდის შესაბამისად - დიზაინერის რჩევები

შემოდგომა ზამთრისთვის სამზადისი დიდი ხანია დავიწყეთ. ბევრს გვაქვს კითხვა, როგორ შევინარჩუნოთ მოხდენილობა ზამთრის თბილ სამოსში.

როგორ ჩავიცვათ ასაკის, წონის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ისე, რომ მოხდენილად გამოვიყურებოდეთ და მოდას არ ჩამოვრჩეთ, კითხვებს დიზაინერი, მაკა ციცხვაია პასუხობს.

მარი:

როგორია წელს შემოდგომა ზამთრის მოდის ტენდენციები?

- თანამედროვე მოდის ინდუსტრია 60-იანი წლების გავლენას განიცდის. Aქცენტი წელზე კეთდება. Aქტუალურია როგორც გრძელი ასევე მინი და მიდი სიგრძის ტანზე მომდგარი ან თავისუფალი კაბები, ,,ფენსილ" ქვედაბოლოები, კლასიკურისა და სპორტული სტილის შეხამება, როგორც რბილი ასევე უხეში ფაქტურა.

ნანა:

როგორ ჩავიცვათ ახალგაზრდა საქმიანმა ქალბატონებმა სამსახურში, ისე, რომ მოდურად გამოვიყურებოდეთ? (ვგულისხმობ 22-23 წლის საშუალო გოგონებს).

- ვფიქრობ დასაშვებია პიჯაკი და შესაფერისი შარვალი, დახურული ფეხსაცმელი, ბლუზა, ნაქსოვი ტანისამოსი, ქვედაბოლოები და ბლუზები. თუმცა მინდა შეგახსენოთ: ,,ჩაიცვი სასურველი სამსახურისთვის" ანუ გააჩნია სად მუშაობთ და როგორა თქვენი სამსახურის დრესკოდი

სალი:

ვარ 161 სმ, 50 კგ. შავგრემანი. ძალიან მინდა ზამთრში ჩავიცვა კაბები დაბალძირიან, მაღალყელიან ჩექმებზე. გთხოვთ მირჩიოთ, როგორი სტილი შევარჩიო?

-იმის გათვალისწინებით რომ თქვენი პროპორციები იდეალურია შეგიძლიათ წელში გამოყვანილი მუხლს ზემოთ სიგრძის კაბები ღაიცვათ რომელიც ძალიან მოუხდება როგორც მაღალყელიან ასევე დაბალყელიან დაბალძირიან ფეხსაცმელს

თინიკო:

ვარ ოცი წლის. მაქვს ხორბლისფერი კანი, შავი თმები, მწვანე თვალები. საშუალო სიმაღლე და წონა. მინდა მოხდენილად, ლამაზად და მოდურად გამოვიყურებოდე. მაინტერესებს რა სტილის ტანსაცმელი უნდა ჩავიცვა როგორც ყოველდღიურად, ასევე წვეულებაზე.

- ვფიქრობ მკვეთრი ფერის სამოსი ამოვარდნილი იქნება თქვენი თვალებისა და თმის ფერის გამო. Aსე კონკრეტულად რჩევის მიცემა რა ჩაიცვათ ცოტა რთულია რადგან თქვენი პროპორციები არ ვიცი. ყოველდღიურად სპორტულად შემოსვა უკეთესი და მოსახერხებელიცაა, ხოლო წვეულებაზე თქვენი თმებისა და თვალების ფერს ვფიქრობ შავი კაბაც ძალიან მოუხდება.

მერი:

ვარ 42 წლის ტანდაბალი ქალბატონი, 52 კილოგრამი წონის. გთხოვთ, ამიხსნათ როგორი სტილის კაბები და ქვედაბოლოები მომიხდება უფრო მეტად?

- პირველ რიგში უნდა მოერიდოთ ტანზე მომდგარ კაბებს რადგან უფრო გამხდარს გამოგაჩენთ. შეგიძლიათ წელი გამოკვეთოტ, მოირგოთ კლოშის სტილის ქვედაბოლოები,ფერადი, ზოლიანი ტანსაცმელიც მოგიხდებათ

ნანა:

ვარ 160სმ. სიმაღლეში, მინდა რომ ვიზუალურად უფრო მაღალი გამოვიყურებოდე, ვიცი მაღალ ქუსლიანები ამაში დაგვეხმარება, მაგრამ სამოსზე რას გვეტყვით, როგორი სტილის შარვალი და კაბა გამოგვაჩენს ვიზუალურად უფრო მაღალს? გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რჩევები.

- ვიზუალური ეფექტის გასაზრდელად შეგიძლიათ მოირგოთ ერთ გამაში გადაწყვეტილი ტანსაცმელი, მაღალყელიანი შარვლები, ქვედაბოლოები. Aსევე გრძელი მძივიც დაგეხმარებათ ვიზუალური ეფექტის გასაზრდელად.

ლალი:

დაბალმა გოგოებმა, რომლებსაც ცოტა დიდი გვერდები და მოკლე ფეხები აქვთ და მაღალქუსლიანის ჩაცმა არ შეუძლიათ (რიგი მიზეზების გამო). როგორი სტილის ტანსაცმელი უნდა ატარონ, რომ ფეხები ვიზუალურად ცოტა გრძელი გამოჩნდეს?

- პირველ რიგში უნდა გაითვალისწინიოთ რომ არანაირი ზოლო არ უნდა მოხდეს პრობლემურ ადგილზე ანუ ზოლიანი ტანსაცმლის გამოყენებას მოერიდეთ. Vფიქრობ ქვედა სილუეტი არ უნდა იყოს მასიური ანუ მოერიდეთ გაშლილი კაბებისა და ქვედაბოლოების ჩაცმას. გაითვალისწინეთ პრობლემურ ადგილას სამოსის ფერი შედარებით მუქი უნდა იყოს.

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას