ქუთაისის მახლობლად აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის მახლობლად აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისის მახლობლად, აფეთქება მოხდა.  რესტორან "ნატახტართან" რკინის კონსტრუქციის დემონტაჟისას ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რასაც ორი ადამიანი გარდაცვალება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია