ზაჰესში 75 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს

ზაჰესში 75 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს

ზაჰესში 75 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მოკლული მამაკაცი მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იპოვეს და სამართალდამცავები გამოიძახეს, - ინფორმაციას"რუსთავი 2"-ს ვებგვერდი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოხუცის მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. დაწყებულია მოკვლევა და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

"რუსთავი2"- ის ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ უკვე დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირიც.

შსს ამ დროისათვის დამატებით დეტალებს არ ახმაურებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია