ახალი დეტალები ტრაგედიაზე, რომელსაც მთელი ოჯახი ემსხვერპლა - სავენტილაციო მილი პოლიეთილენით იყო დახშული

ახალი დეტალები ტრაგედიაზე, რომელსაც მთელი ოჯახი ემსხვერპლა - სავენტილაციო მილი პოლიეთილენით იყო დახშული

რუსთავში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კომპანია "სოკარ გაზის" წარმომადგენელმა ვაჟა ხეცურიანმა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ხეცურიანმა განუცხადა, იმ ოჯახის საცხოვრებელ მცირე ფართში, სადაც ტრაგედია მოხდა, ერთდროულად იყო დამონტაჟებული "ბეკოს" ტიპის გაზის გამათბობელი, ასევე გაზქურა და წყლის გამათბობელი, ხოლო სავენტილაციო მილი სახურავზე დახშული იყო პოლიეთილენის პარკით.

"სავარაუდოდ, ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი გაზის ნამწვი გახდა. ნამწვი საცხოვრებელ ფართში იფრქვეოდა", - განაცხადა ხეცურიანმა.

მეზობლების ინფორმაციით, გაბელაიების ოჯახი იყო უკიდურესად გაჭირვებული. ისინი აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ.

მათივე ინფორმაციით, ოჯახს 4 წლის წინ მე-11 მიკრორაიონში, დევნილთა კორპუსში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. ბინა გაჭირვების გამო იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული, თავად ამავე კორპუსის სხვენი ჰქონდათ გარემონტრებული და იქ ცხოვრობდნენ ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად.

მეზობლები ამბობენ, რომ გაზის ტექნიკა ოჯახის უფროსის ხელით იყო დამონტაჟებული.

რუსათავში, წინასწარი ინფორმაციით, გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია