Kia-ს დიზაინი დაჯილდოვდა სამი პრიზით 2014 Paris Motor Show-ზე

Kia-ს დიზაინი დაჯილდოვდა სამი პრიზით 2014 Paris Motor Show-ზე

Kia Motors -ი გახდა გამარჯვებული ყოველწლიური საერთაშორისო დიზაინის კონკურსის და მიიღო დამოუკიდებელი ჟიურის ჯილდო სამ კატეგორიაში.

კიას დიზაინერულმა გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი აუდის ლეგენდარული დიზაინერი Peter Schreyer -ი მიიღო ჯილდო ‘Team of the Year’ ეს იყო დამსახურებული წარმატება და ტრიუმფი მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის, რომელსაც სამ კონტინენტზე ახორციელებენ. მოგეხსენებათ Kia Motors-ს აქვს დიაზაინერული ცენტრები კორეაში, კალიფორნიასა და გერმანიაში, სადაც გუნდი ამუშავებს ბრენდის უნიკალურ დიზაინს და ქმნის კიას ავტომობილების გამორჩეულ ვიზუალს.

პრიზი ასევე გადაეცა კიას B სეგმენტის ყველაზე ორიგინალურ მოდელს - Kia Soul-ს, რომელსაც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ბაზარზეც. Soul-ს აქვს სრულიად განახლებული და გამორჩეული ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინი, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ ის B კლასის წარმომადგენელია მისი ჯიპის მსგავსი კლირენსი უცვლელი დარჩა.

დაჯილდოების პრეზენტაცია, რომელიც Paris Motor Show -ზე ჩატარადა მესამე ჯილდო, სპორტული B სეგმენტის კონცეპტუალურ მოდელს- Kia პროვოს გადაეცა. შეგახსენებთ მას 2013 წლის Geneva Motor Show-ზე "საუკეთესოთა შორის საუკეთესოც" ეწოდა.

Kia პროვოს კონცეფტ მოდელი გამოირჩევა მკვეთრად გლუვი, აეროდინამიური ექსტერიერით, რომელიც გამოირჩევა უახლესი მასალებით და ტექნოლოგიებით და შეიქმნა Frankfurt-ში.

ბოლო წლების განმავლობაში კია დიდ ყურადღებას აქცევს მოდელების დიზაინს, რაც დასტურდება ბრენდის თითქმის ყველა მოდელისთვის მსოფლიოში ცნობილი და მოწინავე დიზაინერული ჯილდოების მინიჭებით. Kia-ს დიზაინერული გუნდი შედგება დაახლოებით 20 ეროვნების ადამიანისგან. მიუხედავად განსხვავებული ენისა და კულტურისა ყველა ჯგუფის წევრი მუშაობს მოტივირებულად და ნაყოფიერად, რომ შეიქმნას უნიკალური "Kia".

დამატებითი ინფორმაცია კიას შესახებ იხილეთ საიტზე: www.kia.ge T: 2 24 01 01

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი