გურჯაანის მინიციპალიტეტის გამგებელის, გია გერგიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში გაუპატიურების შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. როგორც გერგიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გოგონა თავიდან მალავდა, თუმცა ახლახან ბებიას გაუმხილა. მისივე თქმით, საუბარია, რომ გოგონა რამდენიმე ბავშვმა გააუპატიურა.
"მეც ის ვიცი, რაც სხვებმა. ლაპარაკობენ, რომ შემთხვევა მე-7 კლასელ გოგონასთან დაკავშირებით მოხდა და გაუპატიურებაში რამდენიმე მერვე კლასელი ბავშვი მონაწილეობდა. როგორც ამბობენ, ეს ერთი თვის წინ მოხდა, თუმცა გოგონა მალავდა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერს გამოძიება დაადგენს, შესაბამისად, მე ზუსტად რამის თქმა არ შემიძლია", - განახცადა გამგებელმა.
გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მე-7 კლასელი გოგონა გააუპატიურეს. არსებული ინფორმაციით გაუპატიურებაში მე-8 კლასელ ბიჭს ედება ბრალი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გაუპატიურებაში კიდევ ერთი მოსწავლე მონაწილეობდა. არასრულწლოვნები ერთი სოფლიდან არიან და ერთ სკოლაში სწავლობენ. შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება მიიღეს და გამოძიება უკვე მიმდინარეობს.