"გოგონას სკოლის უკან ტერიტორიაზე აუპატიურებდნენ" - სოფლის რწმუნებულის თქმით, დანაშაულის ვიდეოჩანაწერი არსებობს

"გოგონას სკოლის უკან ტერიტორიაზე აუპატიურებდნენ" - სოფლის რწმუნებულის თქმით, დანაშაულის ვიდეოჩანაწერი არსებობს

გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში მე-7 კლასელი გოგონას გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს სოფლის  რწმუნებული, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას ამბობს, რომ გოგონას სკოლის უკან აუპატიურებდნენ.

"მე-8 კლასელი ბიჭები ამავე სკოლის მე–7 კლასის მოსწავლე გოგონას სკოლის უკან ტერიტორიაზე, ნაკვეთებში აუპატიურებდნენ. სურათები გადაუღიათ და იმით აშანტაჟებდნენ ბავშვს. სკოლის დირექტორმა უნდა აგოს პასუხი, რომ ეს ფაქტი გამოეპარა", - აცხადებს სოფლის რწმუნებული.

მისივე თქმით, მომხდარის შესახებ მან გუშინ საღამოს პოლიციისგან შეიტყო.

სკოლის დირექტორის განცხადებით, მე-7 კლასელი გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესის დროს არ მომხდარა. მისივე თქმით, გოგონას მიმართ სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი ბიჭების მხრიდან განსხვავებული ქცევა არავის შეუმჩნევია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია