ბორჯომში ოთხი არასრულწლოვანი შვილის დედამ თავი მოიკლა

ბორჯომში ოთხი არასრულწლოვანი შვილის დედამ თავი მოიკლა

ბორჯომის რაიონის სოფელ ლიკანში 48 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. გარდაცვლილი ირინა გელაშვილი ოთხი არასრულწლოვანი შვილის დედა იყო.

ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავენ, თუმცა მიზეზებზე ვერ საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი დამამშვიდებელ საშუალებებს იღებდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია