გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები 31 წლის ლადო ქერდიყოშვილი ოჯახის წევრებმა ბაღში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გორიდან იუწყება, არსებული ინფორმაციით, ქერდიყოშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახლობლები თვითმკვლელობის ვერანაირ მიზეზს ვერ ასახელებენ. ქერდიყოშვილებს ოჯახში ფინანსური პრობლემები არ ჰქონიათ, თავად გარდაცვლილი კი სოფლის რწმუნებულის თქმით გორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ უწყებაში მუშაობდა, თუმცა შსს-ში ამას არ ადასტურებენ.
გარდაცვლილს მეუღლე და სამი წლის გოგონა დარჩა.